2 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩვენი მიკროფონის წართმევა წულუკიანის მიერ არის მორიგი თავდასხმის ინსპირცია ჟურნალისტებზე - ნიკა გვარამია

ჩამოტვირთვა

 "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მთავარ საგამოძიებო ორგანოსთან განცხადება გააკეთა.

მედიამენეჯერებმა პირველი ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრის მიერ "მთავარი არხის" მიკროფონის მითვისების გამო გამოძიების მოთხოვნით შოთაძეს სარჩელით მიმართეს. 

გვარამია ამბობს, რომ სახეზეა უტყუარი მტკიცებულებები, როგორ ჩაიდინა მთავრობის წევრმა სისხლის სამართლის დანაშაული და ასევე ხელი შეუშალა მათ თანამშრომელს ჟურნალისტურ საქმიანობაში. 

ჩვენი მიკროფონის წართმევა, ძალადობა გუშინ, ორი დანაშაულის შემცველი, პირველი ვიცე-პრემიერის, წულუკიანის მიერ არის მორიგი თავდასხმის ინსპირაცია ჟურნალისტებზე, ძალადობის მორიგი ტალღის წახალისება, ღიად, პირდაპირ და აბსოლიტურად ცინიკურად. 

ს, რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტში კაცმა დეპუტატებმა იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად უკვე ქალმა იძალადა, ჩვენს ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე", -  განაცხადა გვარამიამ. ", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ საგანგებო მიმართვა ოთხი კრიტიკული მედიის მიკროფონით გააკეთა. მისი თქმით, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ღია ომი გამოაცხადა. 

ოთხივე მიკროფონი მიჭირავს იმიტომ რომ ჩვენი მიკროფონის წართმევა იყო სრულიად პირობითი, მის ნაცვლად შეიძლება ყოფილიყო "ფორმულას" მიკროფონი, "ტვ პირველის" მიკროფონი, "კავკასიის" მიკროფონი, ჩვენ დღეს ვართ შეტევის ქვეშ, განუწყვეტელი, 24-საათიანი შეტევის ქვეშ, ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების განმავლობაში მუდმივი ბულინგის, შეურაცხყოფების, ფიზიკური დაპირისპირებების ქვეშ..."- აცხადებს გვარამია. 

მისივე თქმით, წულუკიანი და მის უკან მდგომი ორკების მთავრობა ყველაფერზე წამსვლელები არიან.

ეს ფაქტი არ არის სასაცილო, ეს ფაქტი არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ იწყება მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

მისი თქმით, წულუკიანის დანაშაული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება: 

დღეს შეგვაქვს განცხადება პროკურატურაში, თავისი წყალგაუმტარი მტკიცებულებებით, სადაც ჩანს როგორც ძარცვა, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამავე კადრებში ჩანს პოლიციელების მიმართსრულიად აბუჩად ამგდები დამოკიდებულება, სადაც წულუკიანი ამბობს, ის ვიღაცები, ვინც გამოიძახეთ, საერთოდ არ მაინტერესებსო. ეს ვიღაცები არიან პატრული და კრიმინალური პოლიცია", - ამბობს ნიკა გვარამია.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები