0 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 262 ადამიანი გარდაიცვალა, 992 კი დაინფიცირდა

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 262 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 70-ით მეტია წინა დღის მონაცემთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ 8 მაისის შემდეგ, იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი 200-ს არ აჭარბებდა.

ამასთან მცირედით იმატა დღიური ინფიცირების რიცხვმა. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ვირუსი 992 ადამიანს გამოუვლინდა, წინა დღეს კი ეს მონაცემი 888 იყო.

დღემდე იტალიაში ვირუსით სულ 223 096 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 31 368 ადამიანი გარდაიცვალა, 115 288 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად ინფიცირებულია 76 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 900-მდე პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

Worldometers-ის მონაცემებით, იტალიამ ინფიცირებულთა რიცხვით, აშშ-ის, ესპანეთის, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები