0 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრიუსელის აეროპორტში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 18 მაისს დაიწყება

ბრიუსელის აეროპორტში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 18 მაისს დაიწყება. ჯანდაცვის ფედერალური სამსახურის რეკომენდაციის თანახმად, აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლამდე თითოეულ მგზავრს პირბადე გადაეცემა. ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად და სოციალური დისტანციის უზრუნველყოფის მიზნით კი, აეროპორტში სპეციალური დერეფნები მოეწყობა და ინსტრუქციების აღმნიშვნელი ბანერები განთავსდება.

აეროპორტის განმარტებით, ტერმინალებში დასამონტაჟებელი სადეზინფექციო საშუალებების მარაგი აქვთ და მგზავრების უსაფრთხოების დაცვას მაქსიმალურად შეეცდებიან.

ბელგიის სამეფოს ტრასპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მგზავრების მისაღებად მზადებას და აეროპორტის სათანადოდ მოწყობას დღეიდან იწყებენ. ბრიუსელის აეროპორტში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საჭირო ზომებზე და პირადი ჰიგიენის დაცვის თაობაზე მომზადებული ვიდეორგოლები სარეკლამო ბანერების ადგილზე დამონტაჟდება.

18 მაისამდე ჯანდაცვის ფედერალური სამსახური აეროპორტში გადაადგილებისა და მგზავრობის თაობაზე პროტოკოლს მოამზადებს, რაც ყველასთვის სავალდებულო შესასრულებელი იქნება. ბრიუსელის აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობის განახლებას ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები