2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„გაყიდული აბონემენტებისა და ერთჯერადი გადახდების გათვალისწინებით, დღეისთვის ერთი მგზავრობის ფასი 32 თეთრი გამოვიდა“ -კალაძე

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი აბონემენტია დღეისთვის გაყიდული და რამდენი ადამიანი იხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის საფასურს ერთჯერადად,  მგზავრობის საშუალო ტარიფი 32 თეთრი გამოვიდა - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ(1 თებერვალი) 40 000 სამგზავრო აბონემენტია გაყიდული და მათი დიდი ნაწილი ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე მოდის.

„რაც შეეხება ტარიფს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება დღეის მდგომარეობით 32 თეთრი გამოვიდა. 

ოპონენტების მხრიდან გვესმის კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, თვლა და მათემატიკა ყველამ კარგად იცის. იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც თქვენ მგზავრობისთვის გჭირდებათ, სხვადასხვა ტიპის პაკეტების შეძენა შეგიძლიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები