2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კობახიძე: რასაც ეძახიან ტყის მასივს, ეს რაღაც კონკრეტული ტერიტორიაა, სადაც სულ რამდენიმე ხეა

ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის ცოლისთვის ბაკურიანში ტყის იჯარით გადაეცამაზე ამბობს, რომ ეს “რაღაც კონკრეტული ტერიტორიაა, სადაც სულ რამდენიმე ხეა”.

“რასაც ეძახიან ტყის მასივს, ეს არის რაღაც კონკრეტული ტერიტორია, ნახევარ ჰექტრამდე, სადაც არის სულ რამდენიმე ხე. ეს არის მოკლედ დეტალებთან დაკავშირებით და აქედან ჩანს ის, რომ რეალურად სალაპარაკო არაფერი დარჩა ოპოზიციურ მედიას და ასეთ რაღაც თითიდან გამოწოვილ თემებზე საუბრობენ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები