2 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფიცირებას ვერ გადაურჩება ვერცერთი ადამიანი, “ომიკრონის” დომინაციის შემთხვევაში მაჩვენებელი 10 000 გადაჭარბებს – ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველოში ვირუსის გავრცელების მხრივ ისევ მძიმე ვითარებაა.  ლაბორატორიები ახალ შემთხვევბს იკვლევენ. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ახალი შტამი უკვე ცირკულირებდეს. სპეციალისტები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, “ომიკრონს” აქვს გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რაც მძიმედ აისახება ჯანდაცვის სისტემაზე.

“ნებისმიერი ვარიანტი, განსაკუთრებით ის ვარიანტი, რომელიც დომინაციისკენ არის მიდრეკილი, წინა ვარიანტს სჯობნის გავრცელების სიჩქარით და ის აუცილებლად გახდება დომინანტური. ამ ვარიანტს აქვს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები და პრაქტიკულად ინფიცირებას ვერ გადაურჩება ვერცერთი ადამიანი. ჩვენ თუ დღეს გვაქვს 3000-დან 500-მდე შემთხვევა “ომიკრონის” დომინაციის შემთხვევაში ეს იქნება ექსპონეციური ზრდა, შიძლება ჩვენთან შემთხვევების რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბოს, ოფიციალურად გამოვლენილმა რაც სრულიად კატასტროფა იქნება ჩვენი ჯანდაცვის  სისტემისთვის,”- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.​

კომენტარები

მსგავსი სიახლეები