2 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ველოდები გადასვლის პროცესს, გორში გადაყვანის გადაწყვეტილება ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია – ხოშტარია

 

“ველოდები გადასვლის პროცეს, გორში გადაყვანის გადაწყვეტილება ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია”- აცხადებს, პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რომელიც პარლამენტის შენობაში, უკვე 17 დღეა შიმშილობს.

”შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან. გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის გამოსავალი.

ამიტომ, ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის, უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული, სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება სწრაფად შესულიყო და გამოეტანა ინფორმაცია.

გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია, და ასევე, ველოდები გადასვლის პროცესს.

ველოდები ექიმს და გავყვები მის რეკომენდაციებს, რეაბილიტაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი, ველოდები გადასვლის პროცესს”- აცხადებს ელენე ხოშტარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები