2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"კონსილიუმმა გადაწყვიტა, ავადმყოფი გადაუდებლად გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში",– ამბობს ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილებით, “მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი გადაუდებლად მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში” .

“კოსნილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი იქნეს გადაყვანილი გადაუდებლად მრავალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში. მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა უფრო ცუდია. ანალიზები, რომლის პასუხებითაც კონსილიუმმა გადაწყვეტილება მიიღო, აღებულია დღეს. 5 ექიმია კონსილიუმში, ყველანაირი პროფილის ექიმები”,– ამბობს ყიფშიძე.

თავად ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს, მიზეზად კი ბევრი მნახველი დაასახელეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები