2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ჩემთვის სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანთა რაღაც ჯგუფთან გიწევს იმის ახსნა,რატომ არ შეიძლება გიხაროდეს ადამიანის ტანჯვა…” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემთვის სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანთა (საბედნიეროდ მცირე) რაღაც ჯგუფთან გიწევს იმის ახსნა,რატომ არ შეიძლება გიხაროდეს ადამიანის ტანჯვა და სიკვდილის საფრთხე, რაც არ უნდა მისი მოწინააღმდეგე იყო . ადამიანობა, ღირსება, თანაგრძნობის უნარი – არის ასეთი რაღაცეები, რომელიც ან გაქვს, ან -არა. …. და თუ არ გაქვს, ვერ ისწავლი, ვერ შეიძენ და ვერც იყიდი. თუმცა, ჩვენთან ხომ სულ რაღაც უახლოეს წარსულში, იყო ხალხი, რომელიც სხვა ადამიანების დახვრეტასაც კოლექტიურად "აპრავებდა“ და ტაშს უკრავდა. ხატებით და ჯვრებით კი აქვთ გავსებული ასეთ ადამიანებს სახლები …. ესეც გაივლის!!!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები