2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კვირის დღეებში რეგიონებში, 7 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება – ოპოზიციის გეგმა

აქცია რუსთაველზე – ოპოზიციამ კვირის დღეებში რეგიონებში, 7 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა.

 მოქალაქეებს ოპოზიციის გეგმები ნიკა მელიამ გააცნო.

“ხელისუფლებას ამაოდ გონია, რომ გუშინ გამარჯვება მოიპოვა. მას გუშინ გამარჯვება არ მოუპოვებია. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი თქვენი სახით, ძალიან მალე.

ჩვენ ვაპირებთ მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას.

სამშაბათს ვაპირებთ ბათუმში ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად. ასევე, ვაპირებთ, ვიყოთ ქუთაისში და სხვა ქალაქებში.

მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გამიგოთ ახლა – ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს.

მაგრამ ის აქცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისგან და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით”. – თქვა ნიკა მელიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები