0 4 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბორჯომში კაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, ცოლი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის სოფელ საკირეში, კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი კი ეჭვიანობის ნაიდაგზე მოკლა. შემთხვევა გუშინ, 28 ოქტომბერს მოხდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 1985 წელს დაბადებული კ.ს. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1981 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კ.ს.-მ თავის მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ თ.გ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები