1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვგმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

“ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს. გმობს რუსეთის უწყვეტ მცდელობას, ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ჩაშალოს მათი ევროპული ან/და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უგუნურ და უპასუხისმგებლო ესკალაციებს ხელი შეუწყოს”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ასამბლეა, ასევე, შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ქართველების მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებსა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს ევროკავშირის ჩართულობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის საჭიროებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციაც დათანხმდა და რომელიც ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების უფლებას დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, გააძლიერონ საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა, რათა დაჩქარდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები