2 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სტრასბურგმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა გამოძიების მოწადინების, საფუძვლიანობასა და დროულობასთან მიმართებაში“ - ვანო მერაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექსპრემიერი,  ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სტრასბურგმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა გამოძიების მოწადინების, საფუძვლიანობასა და დროულობასთან მიმართებაში და მტკიცედ მოუწოდეს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს რომ ხელისუფლებამ მიანიჭოს ამ საქმეს ყველაზე მაღალი პრიორიტეტი და მიიღოს საგამოძიებო ზომები, რომლებიც აუცილებელია მე-18 მუხლის დარღვევის ყველა ნაწილზე პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად

გადაწყვეტილებები

 

მინისტრთა საბჭოს წევრებმა:

1.   განაახლეს დისკუსია, მიმდინარე საქმეზე მე-5§3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით,  რაც გამოიხატებოდა ყოფილი პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ არასათანადოდ დასაბუთებულ სასამრთლო გადაწყვეტილებაში. აგრეთვე მე-18 და 5§1 მუხლების ურთიერთდაკავშირებულ დარღვევასთან დაკავშირებით რაც განპირობებული იყო წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივოებული პერიოდის გენერალური პროკურორის მიერ არალეგალური მიზნებისათვის გამოყენებაში, კერძოდ კი - განეხორციელებინა ზეწოლა განმცხადებლის მიმართ რაც მიზნად ისახავდა მის მიერ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რაც არ იყო კავშირში სისხლის სამართლის საქმესთან.

 

გამოძიებასთან მიმართებაში:

2. გამოხატეს სერიოზული შეშფოთება გამოძიების მოწადინების, საფუძვლიანობასა და დროულობასთან მიმართებაში და მტკიცედ მოუწოდეს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს რომ ხელისუფლებამ მიანიჭოს ამ საქმეს ყველაზე მაღალი პრიორიტეტი და მიიღოს საგამოძიებო ზომები, რომლებიც აუცილებელია მე-18 მუხლის დარღვევის ყველა ნაწილზე პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად;

 

3. ხაზგასმით აღნიშნეს გამოძიების დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების სერიოზულობისა და ამ საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მოუწოდეს ხელისუფლებას გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფზე და ამ საკითხზე კონსულტაციები განაგრძონ სამდივნოსთან.

 

ზოგად ზომებთან მიმართებაში:

4. გაიხსენეს რა მე-18 მუხლის დარღვევის ძირეული მიზეზები, რომლებიც ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა და კომიტეტის შეშფოთება პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის შესახებ, კიდევ ერთხელ გაიმეორეს მოწოდება ხელისუფლების მიმართ დაეყრდნონ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯებს და განაგრძონ საკანონმდებლო რეფორმები, კერძოდ პროკურატურის გარე დამოუკიდებლობის და ძალაუფლების გადამეტების სავარაუდო შემთხვევების გამოძიების დროს, მათ შორის მაღალ დონეზე, პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის; ამ კონტექსტში აღნიშნეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება, რომელიც ეხება გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს და მოუწოდეს ხელისუფლებას მიაწოდოს კომიტეტს ინფორმაცია მისი მიღების სავარაუდო ვადებთან დაკავშირებით; ამასთან ერთად, მოუწოდეს ხელისუფლებას წარადგინონ შეთავაზებები საპროკურორო საბჭოს შემადგენლობისა და უფლებამოსილების გადასინჯვასთან დაკავშირებით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ცალკეული პროკურორების დამოუკიდებლობისთვის კონკრეტული გარანტიების უზრუნველყოფისთვის;

 

5. აღნიშნეს ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფარგლების გაფართოებისთვის მზაობის შესახებ, რათა მან მოიცვას მომავალში ნებისმიერი საქმე, რომელშიც ევროპული სასამართლო დაადგენს 18-ე მუხლის დარღვევას და მოუწოდეს ხელისუფლებას წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია ამ საკითხზე;

 

6. გადაწყვიტეს განაგრძონ ამ საქმის განხილვა 2022 წლის მარტის შეხვედრაზე და მოუწოდეს ხელისუფლებას ამ შეხვედრამდე წარმოადგინოს კონკრეტული შეთავაზებები, რომლებშიც ასახული იქნება გამიზნული ნაბიჯები და მათი განხორციელების ვადები.

 

https://search.coe.int/cm/pages/result_details.aspx?objectid=0900001680a3c05c

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები