1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ აგენტების კანონს მიიღებენ, გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოს – EPP-ის რეზოლუცია

ევროპულ სახალხო პარტიამ (EPP)  ევროპარლამენტში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც,  თუ საქართველო მიიღებს “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

  • “კანონი არღვევს ევროპული კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს კანდიდატის სტატუზე, შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ირეკლავს პუტინის მიერ მიღებული კანონს. გამჭვირვალობისა რეალური გაძლიერებისა და კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მაგივრად, აღნიშნული კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებას” – ამბობს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი.

 

  • “საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული კანონი იმ ქვეყანაში, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. კრემლი ძალიან გააქტიურდა ევროკავშირში, მაგრამ ასევე ევროკავშირის სამეზობლოში. ჩვენ სრულად მარს ვუჭერთ უცხო აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებს, რადგან ეს არის კანონი, რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ და ევროკავშირისგან შორს მიჰყავს” – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები