2 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ჩვენ საუკუნეებია ვაკაკუნებთ ევროპის კარზე და არ ვაპირებთ გაჩერებას“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო რეფორმების გატარების კუთხით ყოველთვის მოწინავე იყო და კვლავ მოწინავედ დარჩება.

ჩიქოვანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ და მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვისაც ახალი, მნიშვნელოვანი თავი გადაიშალა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში ყველა სფეროში, საქართველო წარმატებულია კორუფციის აღმოფხვრაში და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის ინდექსებში წამყვან ადგილზეა, ასევე წარმატებულია უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში, და მე ამაყი ვარ, რომ ამ დარბაზში წინა სესიაზე საქართველოს წარმატება აღიარებული იქნა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებების მონიტორინგის თაობაზე მიღებული რეზოლუციით. აღნიშნულ რეზოლუციაში ნათლად არის ხაზგასმული ის უდიდესი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო 8-9 წლის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, „ჩვენ საუკუნეებია ვაკაკუნებთ ევროპის კარზე და არ ვაპირებთ გაჩერებას, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს, და მე ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ჩვენი ევროპული სწრაფვა კონსტიტუციაში ჩაწერა და განამტკიცა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები