2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ნაპოლეონის მხურვალე წერილი თავის ცოლს - ,,ფინჯანი ჩაიც არ დამილევია, რომ არ დამეწყევლა დიდება და ამბიცია, რომელიც ჩემი ცხოვრების სიყვარულს მაშორებს“

1796 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი პირველმა ქორწინებამ  გარდაქმნა. ის ნაკლებად უხეში და უფრო ჰუმანური გახდა.

 გთავაზობთ მხურვალე წერილს, რომელიც ნაპოლეონმა მეუღლეს ჟოზეფინს მისწერა. ამ  დროს ბონაპარტი ნიცაში იმყოფებოდა, რადგან იტალიის არმიის მეთაურობა  უნდა ჩაებარებინა:

"ერთი დღეც არ გამიტარებია ,რომ არ მყვარებოდი; ერთი ღამეც კი არ გამითენებია ისე , რომ გულში არ ჩამეკარი; ფინჯანი ჩაიც არ დამილევია, რომ არ დამეწყევლა დიდება და ამბიცია, რომელიც ჩემი ცხოვრების სიყვარულს მაშორებს. საქმეებში ჩაფლული, ჯარის სათავეში, ბანაკის დათვალიერებისას, ჩემს გულში მხოლოდ ჩემი საყვარელი ჟოზეფინია, მხოლოდ მას ეკუთვნის ჩემი ფიქრები... თუმცა შენს 23 მარტის წერილში, თქვენობით მომმართავ. თქვენ თუ კარგია! ოჰ, საძაგელო! როგორ შეგიძლია ასეთი ცივი წერილის დაწერა?!“

 

3 აპრილის წერილი (გაგრძელება) : "საიდან ფლობ ჩემი დატყვევების ხელოვნებას? როგორ ახერხებ ყველა ჩემი უნარი ,ჩემი მორალური არსებობა შენში მოაქციო? ეს რაღაც მაგიაა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომელიც ჩემთან ერთად დასრულდება. ვიარსებო ჟოზეფინში- აი, ჩემი ცხოვრების ისტორია. ყველაფერს ვაკეთებ რომ შენ ახლოს ვიყო,მოგიახლოვდე.  რა უგუნური ვარ! ვერც კი ვამჩნევ, რომ გშორდები. რამდენი მხარე, ქვეყანა გვაშორებს ერთმანეთს! რამდენი დრო გავა,სანამ შენ ამ წერილს წაიკითხავ, რომელიც იმ სულის სუსტი ანარეკლია, სადაც მეფობ! აჰ! უსაყვარლესო მეუღლევ! არ ვიცი რა ბედი მელოდება, მაგრამ თუ მეტი ხნით დამაშორებს შენთან, ის ჩემთვის აუტანელი გახდება; ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს.“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები