2 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე – დეგნანი კონტრაბანდაზე

“ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ, ᲑᲠᲐᲚᲓᲔᲑᲔᲑᲘ. ᲐᲛ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲡ, ᲠᲐ ᲗᲥᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ, ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲒᲐᲠᲙᲕᲔᲕᲐ ᲓᲐ ᲔᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲮᲓᲔᲡ ᲡᲐᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲝ ᲐᲠᲮᲔᲑᲘᲡ ᲛᲔᲨᲕᲔᲝᲑᲘᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ. ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲐᲛ ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ, ᲠᲝᲛ ᲘᲒᲘ ᲐᲠ ᲛᲘᲡᲪᲔᲛᲡ ᲐᲛᲘᲡ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐᲡ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲮᲓᲔᲡ ᲠᲐᲛᲔ ᲐᲛᲒᲕᲐᲠᲘ ᲓᲐᲠᲦᲕᲔᲕᲐ. ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲛᲔᲡᲛᲘᲡ ᲮᲝᲚᲛᲔ, ᲠᲝᲛ ᲐᲛᲑᲝᲑᲔᲜ – ᲐᲠᲐᲕᲘᲡ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐ ᲐᲛ ᲡᲐᲡᲢᲘᲙᲘ ᲝᲛᲘᲡ ᲨᲔᲩᲔᲠᲔᲑᲐ. ᲠᲐ ᲗᲥᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ, ᲞᲣᲢᲘᲜᲡ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲛᲐᲜ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ ᲔᲡ ᲝᲛᲘ. ᲡᲐᲜᲥᲪᲘᲔᲑᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ, ᲠᲐᲗᲐ ᲛᲝᲮᲓᲔᲡ ᲛᲐᲡᲖᲔ ᲖᲔᲬᲝᲚᲐ ᲓᲐ ᲔᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲗᲐᲜᲛᲘᲛᲓᲔᲕᲠᲣᲚᲘ, ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲘ, ᲛᲐᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲔᲛᲝᲠᲩᲘᲚᲔᲑᲝᲓᲔᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ, ᲠᲐᲗᲐ ᲔᲡ ᲖᲔᲬᲝᲚᲐ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲓᲔᲡ. ᲩᲕᲔᲜ ᲐᲛᲐᲡ, ᲠᲐ ᲗᲥᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ, ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲓᲘᲓᲘ ᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲕᲐᲙᲕᲘᲠᲓᲔᲑᲘᲗ.

[…] ᲔᲡ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲐᲓ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘᲐ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲓᲔᲡ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ. ᲐᲛᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ, ᲛᲝᲮᲓᲔᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲝ ᲐᲠᲮᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ, ᲠᲐᲪ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ. ᲐᲡᲔᲗᲘ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲓᲐᲞᲘᲠᲘᲡᲞᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲡ ᲘᲦᲔᲑᲡ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲠᲣᲡᲔᲗᲘ. ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲓ ᲛᲝᲕᲣᲬᲝᲓᲔᲑ, ᲔᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘ ᲒᲐᲓᲐᲢᲐᲜᲘᲚ ᲘᲧᲝᲡ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡ ᲐᲠᲮᲔᲑᲖᲔ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲘ”

თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე, რომ საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდა შედის, ამას კი ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობენ ხელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები