1 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ისრაელის გადაწყვეტილებით, 23 ივლისიდან საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიას დაემატება

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 23 ივლისიდან საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ე.წ. წითელი ქვეყნების სიას დაემატება.

შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს.

მისივე ცნობით, ამიერიდან ისრაელში ჩასულ ყველა მგზავრს, რომელიც აცრილია ან ვირუსისგან განიკურნა, 24 - საათიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს ისრაელში ჩასვლისას ან ეს დრო შემცირდება, თუკი კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს ადრე მიიღებენ.

ამასთან, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განაცხლეული რეგულაციით, იმ 15 ქვეყნიდან, რომლებსაც ისრაელი ვირუსის მაღალი გავრცელების ადგილებად მიიჩნევს, ჩასულ მგზავრებს მოუწევთ 7-დღიანი სრული კარანტინის გავლა და ტესტის პასუხის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ისრაელმა ახლახან კარანტინის პერიოდი შეამცირა. მანამდე ის 10-14 დღე იყო. ამჟამინდელი მდგომარეობით, ისრაელს ვირუსის გავრცელების მხრივ „წითელ სიაში“ შეყვანილი ჰყავს: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი.

23 ივლისიდან კი ამ სიას შემდეგი ქვეყნები დაემატება: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველი, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია. გარდა ამისა მომავალი პარასკევიდან, ესპანეთი და ყირგიზეთი დაემატება ინფექციის უკიდურესი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიას, ვისთანაც ისრაელი ფრენას კრძალავს. ისრაელელებისთვის ამ დროისთვის მიმოსვლის მხრივ აკრძალული ქვეყნებია უზბეკეთი, არგენტინა, ბელარუსი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი, მექსიკა და რუსეთი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები