1 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გოგონას, რომელიც სამი ფეხით დაიბადა, ექიმებმა ზედმეტი კიდური მოაცილეს

ბანგლადეშელი გოგონა, რომელსაც დაბადებისას მენჯზე სამი ფეხი აღმოაჩნდა, წარმატებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ოპერაცია ავსტრალიაში ჩატარდა. გამოცდილი ქირურგები სამი თვე მსჯელობდნენ იმაზე, როგორ მოეკვეთათ მისთვის ზედმეტი ფეხი და ამის შემდეგ, როგორ აღედგინათ მისი მენჯი.

გოგონას ეს პათოლოგია გამოწვეული იყო იმით, რომ მის მენჯზე განუვითარებელი ტყუპისცალის ფეხი წამოიზარდა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის წყალობით, გოგონა ბანგლადეშის ერთ-ერთი სოფლიდან ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად ავსტრალიაში ჩაიყვანეს. მისი ქირურგი, კრის კიმბერი აცხადებს, რომ ესძალიან იშვიათი შემთხვევა იყო და ექიმები დიდხანს მსჯელობდნენ ამ გამოწვევაზე. ოპერაცია და მისი დანიშნულება ინდივიდუალურად უნდა განისაზგვრულიყო. ექიმება მთლიანი ოპერაცია და მისი შედეგები დაგეგმეს.

ავსტრალიაში გამგზავრებამდე გოგონას  ოპერაცია ბანგლადეშელმა ქირურგებმა ჩაუტარეს. მათ მოკვეთეს ფეხის რაღაც ნაწილი, თუმცა მთლიანად მისი მენჯიდან მოშორება ვერ მოხერხდა.

ავსტრალიელმა ექიმებმა ქირურგიული ოპერაციის დროს, ზედმეტი ქვედა კიდურის დარჩენილი ნაწილიც მოაცილეს და შემდეგ უკვე მენჯის რეკონსტრუქცია ჩაატარეს.

გოგონას ოპერაციის შემდეგ გადაადგილების უნარი მიეცა.

ექიმები აცხადებენ, რომ შესაძლოა მას თინეიჯერობის ასაკში კიდევ დასჭირდეს კორექცია, თუმცა ამ ეტაპზე ის დედასთან ერთად სახლში დაბრუნდა.

გოგონას დედა:’’ახლა ყველაფერი კარგადაა. ჩემს შვილი სხვების არაფრით განსხვავდება სხვებისგან.ნას უკვე სხვა ბავშვებთან თამაშიც შეუძლია.’’

კომენტარები

მსგავსი სიახლეები