1 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯონ როკფელერის სიმდიდრის 10 წესი


ჯონ როკფელერის სიმდიდრის  წესები:

1. იცოდეთ ფულის დაზოგვა. იპოვეთ ადგილი, სად შეიძლება იყიდოთ საქონელი უფრო იაფად და ბითუმად. წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია და იყიდეთ მხოლოდ ის, რაც სიაში გაქვთ.

2. ნაკლები იმუშავეთ სხვისთვის (მმართველზე, დირექტორზე) ! სინამდვილეში კი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშავეთ. რაც ნაკლებად იმუშავებთ საკუთარი თავისთვის, მით ცუდად იცხოვრებთ

3. თუ ახლა ცოტა ფული გაქვთ, ბიზნესი უნდა ააწყოთ. თუ საერთოდ არა გაქვთ ფული, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ ბიზნესი.


4. უდიდესი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა პასიური შემოსავალია! შემოსავალი, რომელიც თავისთავად მოდის, ავტოპილოტზე მუშაობს. შექმენით პასიური შემოსავალის ბევრი წყარო და დატკბით ცხოვრებით.


5. მოიფქრეთ, როგორ იშოვოთ 50 000 დოლარი თვეში, ნაკლები – არა. მეტი – შეიძლება. ეს თანხა ტყუილად როდია რეკომენდებული – საქმე ის არის, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები ყოველთვე დაახლოებით 50 000 დოლარს ხარჯავენ).


6. მეტი ურთიერთობა – ფული თქვენს ჯიბეში სხვა ადამიანების გავლით მოდის. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ურთიერთობები, იშვიათად მდიდრდებიან.


7. ღარიბი გარემოცვა გამუდმებით სიღარიბისკენ გიბიძგებთ. ყველაზე მდიდარ ადამიანსაც კი ჰყავს ნათესავები, მეგობრები და სხვა მთხოვნელები, რომლებიც, თუ დროულად არ მოაგვარებთ ამ პრობლემას, მალე გამოგიცარიელებენ ჯიბეებს, მიზნებსა და ოცნებებს. თუ ჯერ კიდევ ღარიბი ხართ, თქვენს გარემოცვაში, ალბათ, არ უყვართ მდიდრები და ეზიზღებათ კიდეც. ყოველთვის გქონდეთ ურთიერთობა მხოლოდ გამარჯვებულებსა და ოპტიმისტებთან.


8. სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე. სიღარიბე მჟღავნდება, თუ პასუხისმგებლობას გაექცევით. არავითარი გამართლება, თუ რატომ არ შეგიძლიათ ამწუთას მიზნისკენ სვლა.


9. საუკეთესოებისგან ისწავლეთ. გაეცანით მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიებს, ქცევებსა და აზროვნებასოცნება უმთავრესია ცხოვრებაში. მთავარია, იოცნებოთ და გჯეროდეთ, რომ აგისრულდებათ. ადამიანი კვდომას მაშინ იწყებს, როცა ოცნებას წყვეტს ან საერთოდ არ ოცნებობს.

10. დაეხმარეთ ადამიანებს არა რაღაცის გამო და არც ფულისთვის, არამედ სუფთა გულით. სწორედ იმ ადამიანებს, რომლების დახმარებაც თავად გსურთ. სულაც არ არის აუცილებელი, ეს თქვენი ან ვინმეს ნათესავები, ან ნაცნობები იყვნენ. მოგების 10% საქველმოქმედოდ გაიღეთ.
შექმენით ბიზნესსისტემები, დატკბით ცხოვრებით და ნაშოვნი ფულით.


ვინ იყო ჯონ როკფელერი ?
ჯონ როკფელერი დღემდე აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად მიიჩნევა.   მას  ბავშვობიდან გამოჰყვა ღვთის რწმენა და რელიგიური ფასეულობებისადმი ერთგულება. ამიტომაც გახდა ის მომავალში უდიდესი ფილანთროპი. თუმცა ყმაწვილს თავისიანების მიმართ მოვალეობის გრძნობა და უცხოებისადმი ცივი გულგრილობაც დაჰყვა.
 7 წლის ასაკში ჯონი ინდაურებს ასუქებდა გასაყიდად და ანაზღაურების სანაცვლოდ მეზობლებისთვის კარტოფილს თხრიდა. კომერციული საქმიანობის ყველა შედეგი რვეულში გადაჰქონდა. ფულს ყულაბაში აგროვებდა და 13 წლის ასაკში ნაცნობ ფერმერს $50 ასესხა წლიურ 7,5%-ად. დედამ შთაუნერგა შრომისმოყვარეობა, ყაირათიანობა და წესრიგიანობა. “მე აღმზარდეს პრინციპით: იმუშავე და დაზოგე”,- იხსენებდა როკფელერი.

16 წლის ჯონმა უკვე სამუშაოს ძებნა დაიწყო. მათემატიკა კარგად იცოდა, სამთვიანი საბუღალტრო კურსებიც გაიარა კლივლენდში, მაგრამ სამუშაოს პოვნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ექვსკვირიანი ძიების შემდეგ ბიჭი, როგორც იქნა, ბუღალტერის თანაშემწედ აიყვანეს კომპანია Hewitt and Tuttle-ში. პირველ სამ თვეს ჯონი უფრო სწავლობდა, ვიდრე მუშაობდა, მას ფულს არ უხდიდნენ. თუმცა
სწავლა ბიჭს ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებდა. ახალბედა კლერკის სამუშაო დღე დილის შვიდის ნახევრიდან იწყებოდა და ღამის ათი საათის შემდეგ სრულდებოდა.
ფირმაში სწავლამ მომავალ მაგნატს ძალიან ბევრი მისცა. მან საკმაოდ სწრაფად წარმოაჩინა თავი, როგორც დაოსტატებულმა პროფესიონალმა. და როგორც კი კომპანიის მმართველმა პოსტი დატოვა, მის ადგილას მაშინვე ჯონ როკფელერი დანიშნეს. მაგრამ ახალი მმართველი ძალიან განაწყენდა, როცა ჯამაგირად $600 დაუნიშნეს. მისი წინამორბედი $2000-ს იღებდა. შეურაცხყოფილმა ჯონმა ფირმა დატოვა. მაშინ იგი მხოლოდ 19 წლის იყო, თუმცა სამი წლის მუშაობით განსაზღვრულ სასტარტო კაპიტალს მოუყარა თავი. გარდა ამისა, თავკერძა მამისგანაც ისესხა რაღაც თანხა. ყოველივე ეს საკმარისი აღმოჩნდა მცირე ბიზნესის წამოსაწყებად- 1858 წელს ჯონმა პარტნიორებთან ერთად სასურსათო ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ჰყიდდა ფქვილს, ხორბალს, ღორის ხორცსა და სხვა პროდუქტს. თუმცა დიდი ფული მისთვის ნავთობს უნდა მოეტანა.

1865 წელს როკფელერმა გაიცნო ერთი ქიმიკოსი (სახელი უცნობია), რომელმაც მას ნავთის შესახებ მოუთხრო. ასე დაფუძნდა პარტნიორებთან ერთად კომპანია Standard Oil-ი. როკფელერმა ნავთობის ძიება დაიწყო. საქმიანობის დაწყებისას მან შენიშნა, რომ მთელ სანავთობო ბიზნესში ერთგვარი დომხალი იყო. ნავთობზე ხალხი ფულს ადვილად შოულობდა, ეს კი ადამიანებში არა მარტო კარგ, არამედ ცუდ თვისებებსაც ამძაფრებდა. ჯონს ესმოდა, რომ კომერციულ წარმატებაზე ფიქრი მხოლოდ საქმეში წესრიგის დამყარების შემდეგ შეიძლებოდა. ამ საკითხს მან პარტნიორთან ერთად მიხედა. დასაწყისისთვის ფირმის წესდება შეიქმნა. თანამშრომლები რომ მეტად დაეინტერესებინა, როკფელერმა თავდაპირველად მათ ხელფასი არ დაუნიშნა და აქციების ურიგებდა. ჯონს მიაჩნდა, რომ ადამიანი უფრო გულმოდგინედ იმუშავებდა, თუ საკუთარ თავს კომპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოო შემოსავალიც ბიზნესის წარმატებულობაზე იქნებოდა დამოკიდებული.

საქმემ თანდათან დაიწყო შემოსავლის მოტანა და როკფელერმაც ნელ-ნელა სხვა ნავთობკომპანიების შესყიდვას მიჰყო ხელი. თავდაპირველად ის სათითაოდ იძენდა მცირე საწარმოებს, რომლებიც ძალიან ძვირი არ ღირდა. ასეთი სტრატეგია ბევრ ამერიკელს არ მოსწონდა. პრესაში როკფელერს მეკობრედ და ურჩხულადაც კი მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ ყიდვისას ის სამართლიან კომერციულ ფასს იხდიდა. წარმატების გზაზე ჯონს არა მხოლოდ პრესა ესხმოდა თავს, ხალხში ათასგვარ ხმას ავრცელებდნენ მასზე. ჯონი არასოდეს პასუხობდა გამოხდომებს, თუნდაც აშკარა ცილისწამება ყოფილიყო. დუმილს კი ადამიანები ბრალის აღიარებად მიიჩნევდნენ… სწორედ იმ ხანად ყალიბდებოდა კარტელები ხორცის, სასოფლო-სამეურნეო, ფოლადის მრეწველობასა თუ სატრანსპორტო ინდუსტრიაში. გამონაკლისი არც ნავთობბიზნესი ყოფილა.


ჯონ როკფელერი ამერიკის მთელი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ქველმოქმედი იყო. მან ფაქტობრივად ორი იმპერია შექმნა- სანავთობო და საქველმოქმედო. თუმცა, როგორც მორწმუნე ადამიანს შეჰფერის, ის არ ცდილობდა თავისი სიკეთის სააშკარაოდ გამოტანას. XIX საუკუნის ბოლოდან ჯონი უფრო მეტ ყურადღებას ქველმოქმედებას აქცევდა, ხოლო ბიზნესის მართვა საიმედო პარტნიორებს გადააბარა.


სიცოცხლის მიწურულს ჯონ როკფელერმა ნახევარ მილიარდ დოლარამდე დაარიგა, თუმცა როცა 1917 წელს ყველა საქმე უფროს ვაჟს გადააბარა, მისთვისაც “დარჩა” $460 მილიონი. ოცი წლის შემდეგ, 1937 წელს ნავთობმაგნატი გარდაიცვალა. მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი მუშაობას დღემდე განაგრძობს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები