1 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უქმე დღეების შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ზაფხულის მოახლოება ტემპერატურის მატებაზე უკვე აისახა. ცხელ ამინდში, დამოუკიდებლობის დღის უქმეებზე, მოგზაურობას ბევრი გეგმავს და გზებზე მობილობა იზრდება. სანამ ქალაქიდან გასვლას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, შეამოწმოთ, რომ ავტომობილის ყველა დეტალი გამართული იყოს.

„თეგეტა მოტორსში“ 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით სხვადასხვა შეთავაზება იმოქმედებს:

3+1 საბურავების სრულ ასორტიმენტზე

საბურავების ხარისხი, ასაკი და სეზონთან შესაბამისობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხო გადაადგილებასთან. ზაფხულის მოსვლასთან ერთად გზის ზედაპირის ტემპერატურაც იზრდება. ზაფხულის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდების უნარით გამოირჩევა. საბურავების შეცვლა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ მათი პროტექტორის ნახატის ზომა სცდება დასაშვებ მინიმუმს, რათა საფრთხე არ შევუქმნათ როგორც საკუთარ, ისე სხვა მძღოლების უსაფრთხო გადაადგილებას.  

30%-იანი ქეშბექი საცხებ-საპოხი მიმართულების სრულ ასორტიმენტზე

ძრავის ზეთი ავტომობილის გამართული ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ძრავის გაგრილება, ცვეთადი დეტალების დაცვა და ტემპერატურის შენარჩუნება - ყველა ჩამოთვლილ ფუნქციას სწორედ ძრავის ზეთი ასრულებს. თუ მას ამოწურული აქვს ექსპლუატაციის ვადა, ან დაბალი ხარისხისაა, ვერ უზრუნველყოფს შეპოხვას, ტემპერატურის შენარჩუნებას და დიდია რისკი, რომ დაზიანდეს მნიშვნელოვანი ნაწილები.

ჰაერის ფილტრი კი უზრუნველყოფს ძრავისათვის სუფთა ჰაერის თანაბარ და შეუფერხებელ მიწოდებას, რაც ეხმარება მას ეფექტიანად მუშაობაში, სტაბილურდება საწვავის მოხმარება და სიმძლავრე.

30%-იანი ქეშბექი ATE-ს ბრენდის ხუნდებზე

სამუხრუჭე ხუნდები უსაფრთხოდ გადაადგილების ერთ-ერთი გარანტია. რაც უფრო ხარისხიანია ხუნდი, მით უფრო მცირეა სამუხრუჭე მანძილი და უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება. არ არსებობს კონკრეტული დრო ან გარბენი, რის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ხუნდი. მისი შეცვლის საჭიროება განისაზღვრება ზედაპირის მდგომარეობით - თუკი შემხები ზედაპირის სისქე 2მმ-ამდეა დასული, აუცილებელია მისი შეცვლა.

30%-იანი ქეშბექი EXIDE-ის ბრენდის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე

ტემპერატურამ უკვე საგრძნობლად მოიმატა, რაც ზრდის ალბათობას, რომ აკუმულატორის რესურსი შემცირდეს. შესაბამისად, აუცილებელია მისი შემოწმება. რესურსშემცირებული აკუმულატორით, დიდია ალბათობა, რომ მას გაუჭირდეს საკმარისი ენერგიის წარმოქმნა ძრავის ამძრავის ასამოქმედებლად და ავტომობილი ვერ დაიქოქოს.

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორის რესურსის შემოწმება თანამედროვე აპარატებით არის შესაძლებელი. ჩანაცვლების საჭიროების შემთხვევაში კი  უმაღლესი ხარისხის ამერიკული EXIDE ფირმის აკუმულატორის შეძენისას გადახდილი თანხის 30% თეგეტას ბარათზე დაგიბრუნდებათ. 20%-იანი ქეშბექი მოქმედებს აკუმულატორების სხვა ბრენდებზეც, ისეთებზე, როგორებიცაა VARTA, FIAMM, BEX და სხვა.

შეთავაზებებით სარგებლობისას „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში თქვენზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

მეტი კომფორტისთვის კი შეგიძლიათ, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით ისარგებლოთ.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, რებანკის აქციის პირობების თანახმად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ,   ტოპ|ქარდით პირველი გადახდისას არსებული ხარჯი 12 თვეზე ეფექტური 0%-ით გადაანაწილონ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები