1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი და პოლივიმი დედამიწის საერთაშორისო დღეს თანამშრომლობას იწყებენ

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. თიბისისთვის გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დედამიწის მსოფლიო დღეს თიბისი ყოველწლიურად ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს. დედამიწის დღის აღსანიშნავად, თიბისი და კომპანია „პოლივიმი“ გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ.

პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი მომხმარებელთა და თანამშრომელთა ჩართულობით შეაგროვებს პლასტმასის ნარჩენებს და შემდგომი გადამუშავებისთვის გადასცემს კომპანიას „პოლივიმი“. საწყის ეტაპზე, თიბისის 21 ფილიალში განთავსდება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად სპეციალური ურნები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. შემდგომ ეტაპზე ურნები განთავსდება თიბისის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

პოლივიმის დაფუძნების მთავარი მიზანია, შეამციროს პლასტმასის ნარჩენი, შექმნას დამატებითი ღირებულების პროდუქტი და ხელი შეუწყოს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. პოლივიმი აგროვებს, ახარისხებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავებს გამოყენებულ პლასტმასის ნარჩენებს. კომპანია აგროვებს ოთხი ტიპის პლასტმასის ნარჩენებს: 1. PET, 2. HDPE, 4. LDPE, 5. PP და PET ბოთლებს გარდაქმნის PET ფანტელებად. PET ფანტელების რამდენიმე ეტაპიანი გადამუშავების შედეგად მიიღება მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი ქსოვილი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა, მაგალითად, სამოსის შეკერვა და ნივთების დამზადება. გამოყენებული პლასტმასის ნარჩენებით ახალი ნივთების დამზადება წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია.

წრიული ეკონომიკის კონცეფცია რამდენიმე მთავარ პრინციპს ეფუძნება: ნარჩენების შემცირებას, ხელახალ გამოყენებას და გადამუშავებას. წრიული ეკონომიკის მეშვეობით შესაძლებელია პროდუქტის ხელახალი გამოყენება და წარმოებაში ჩაშვება დანაკარგების გარეშე, რაც თავის მხრივ ამცირებს რესურსების მოხმარებას. წარმოებული ნარჩენები გარემოში აღარ ხვდება, მცირდება პროდუქტების შექმნის დროს წარმოქმნილი გამოფრქვევები, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ერთად დადებითად აისახება გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

თიბისი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, მწვანე ინიციატივების განხორციელებით ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას და კომპანიების ბიზნესსაქმიანობების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად წარმართვას.

„თიბისი ისწრაფვის, რომ 2025 წლისთვის ჩვენი პირდაპირი ზემოქმედება გარემოზე ნეტო-ნულოვანი იყოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი აქტივობებით დავაკომპენსირებთ საქმიანობისთვის საჭირო გამოფრქვევებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვგეგმავთ, ჩვენი ზეგავლენა გავზომოთ პარიზის შეთანხმების მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად, რომლებიც დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მატების შესამცირებლად დაწესებული და საერთაშორისოდ აღიარებული მიზნებია. თიბისიში გვაქვს შიდა გარემოსდაცვითი მართვის სისტემა, რომლითაც გარემოზე ჩვენს პირდაპირ და ირიბ ზემოქმედებას განვსაზღვრავთ. ცნობიერების ამაღლების კამპანიებთან ერთად, ჩვენ ვითვლით სათბური აირების ემისიებს, ვაგროვებთ ინფორმაციას საწვავის, ელექტრო ენერგიის, წყლისა და ქაღალდის რესურსების მოხმარებაზე, გვაქვს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და 2015 წლიდან ქაღალდის გადამუშავებასაც ვახდენთ. საყურადღებოა, რომ საქართველოში მავნე გამოფრქვევების დაახლოებით 9% ნარჩენებზე მოდის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შევამციროთ ნარჩენები, რაც პირველ რიგში, მათი დახარისხებით, შეგროვებითა და შემდგომი გადამუშავებით შეგვიძლია. პოლივიმთან თანამშრომლობა ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი ცვლილების ხელშემწყობი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში ამჯერად პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას ვიწყებთ“ - მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

„იმისთვის, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც დაინერგოს, საჭიროა ყველა ორგანიზაციის, მათ შორის, კერძო სექტორის და ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობა, როგორიცაა თიბისი. მტკიცედ გვჯერა, რომ მდგრადობისკენ მზარდი ნაბიჯების ხელშეწყობით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას“. - ბექა ფონჯავიძე, პოლივიმის კომერციული მენეჯერი.

პლასტმასის მასიური წარმოების ისტორია მხოლოდ 1952 წლიდან იწყება, ამის მიუხედავად, მისი საზიანო გავლენა გარემოზე და ადამიანებზე უკვე თვალსაჩინოა. მსოფლიოში, წლის განმავლობაში 300 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი წარმოიქმნება, აქედან 180 მილიონი ტონა პლასტმასა ბუნებრივ გარემოში ან ნაგავსაყრელებზე გაიბნევა, 8 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა ოკეანეებში. კვლევების თანახმად, ყოველი კვირის განმავლობაში 5 გრამი პლასტმასა ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ადამიანთა ერთობლივი ჩართულობითა და ცნობიერების ამაღლებით შესაძლებელია არსებული ზიანის შემცირება და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი ინიციატივების დანერგვა, რომლებიც თავიდან აგვაცილებს პლასტმასის ნეგატიურ ზეგავლენას გარემოსა და ადამიანებზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...