1 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აპრილის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

გაზაფხულზე, ჰაერის ტემპერატურის ხშირი ცვლილების გამო, ავტომობილით გადაადგილებისას მზად უნდა ვიყოთ როგორც მზიანი, ისე წვიმიანი დღეებისთვის. ცვალებადი ამინდი და აღდგომის დღესასწაულზე გახშირებული მობილობა, გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს. უსაფრთხოებისთვის კი გამართული ავტომობილი, მთავარი პირობაა.

სადღესასწაულო დღეებში, შორ დისტანციაზე წასვლამდე, ავტომობილის მომსამზადებლად, 11 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სხვადასხვა შეთავაზება მოქმედებს.

30%-იანი ფასდაკლება ავტონაწილებზე

შორ მანძილზე ავტომობილით გადაადგილებისას ძალიან დიდი დატვირთვა მოდის სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის დეტალებზე. მათი გამართულობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს პრემიუმ ხარისხის ხუნდებზე, როგორიცაა ATE, TRW და Ferodo. ასევე ანთების სანთლებზე, ნათურებზე,  ZF-ზე, SACHS-ზე, LEMFÖRDER-სა და Toyota-ს ორიგინალ ნაწილებზე.

30%-იანი ფასდაკლება საბურავებზე

საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც უშუალოდ ეხება გზის სავალ ნაწილს. ამიტომ მისი ხარისხი და საიმედოობა უმნიშვნელოვანესია. ცვალებადი ამინდების დროს, გრძელ გზაზე მოძრაობისას კი აუცილებელია, საბურავები სწორად გქონდეთ შერჩეული. „თეგეტა მოტორსში“ 30%-იანი ფასდაკლება საბურავების ყველა ბრენდზე მოქმედებს.

30%-იანი ფასდაკლება აკუმულატორებზე

აკუმულატორის რესურსზე ზამთრის სიცივეები უარყოფითად მოქმედებს. დიდია ალბათობა იმისა, რომ ავტომობილის ჩაქრობის შემდეგ რესურსამოწურულმა აკუმულატორმა ვეღარ შეძლოს საკმარისი ენერგიის მიწოდება ძრავის ამძრავისთვის და ავტომობილი აღარ დაიქოქოს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე  30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

 

30%-იანი ფასდაკლება საცხებ-საპოხ მასალებზე

ავტომობილის ძრავისათვის რამდენიმესაათიანი გაუჩერებელი დატვირთვა შესაძლებელია დამაზიანებელი აღმოჩნდეს, თუ ძრავის ზეთს, გაგრილების ან სამუხრუჭე სითხეებს ამოწურული აქვთ რესურსი. ძრავის ზეთი დროთა განმავლობაში კარგავს იმ თვისებებს, რაც საჭიროა ძრავის გამართული მუშაობისათვის. მოგზაურობის დაგეგმვამდე, პრემიუმ ხარისხის  საცხებ-საპოხი მასალების შეძენა თეგეტა მოტორსში 30%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალების გარდა, ფასდაკლება ვრცელდება ონლაინშოპში პროდუქციის შეძენისასაც. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია,  დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით სარგებლობა.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები