2 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურამ შსს-ს 5 ყოფილი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, 2012 წლის 9 ოქტომბერს და 18 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, მომჩივანთა მიმართ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი დარღვევა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო.

შსს სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს უკვე წარედგინათ ბრალდება და საგამოძიებო უწყება სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.

„დაკავებულ შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს უკვე წარედგინათ ბრალდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. საგამოძიებო უწყება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

"ამასთან მთავარი პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებით სახელმწიფოს ნაკისრი აქვს ვალდებულება,“ - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები