2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია დასრულდა - დაკავებულია ორი ქალი და ორი მამაკაცი

ჩამოტვირთვა

სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში დასრულებულია. სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულები უკვე გადაიყვანეს პოლიციაში. 

ფონიჭალაში ერთდროულად ოთხი სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. დაკავებულებიდან ორი მამაკაცი ორი კი, ქალია. დაკავებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღებას გულისხმობს.

ჩატარდა სახლების ჩხრეკა, ამოღებულია მტკიცებულებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები ნივთმტკიცების სახით, რომელსაც უწყება დღის განმავლობაში გაავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ფონიჭალაში სპეცოპერაციების შედეგად 30-მდე ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები