1 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მძიმე ტექნკის შესაჩერებლად გამოსული უიარაღო მოსახლეობა - შოკისმომგვრელი კადრები სლავიანსკიდან

ჩამოტვირთვა

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსრუ“-ს ინფორმაციით, „ატო“-ს ოპერაცია საგანგაშო საყვირებისა და ჰაერში აჭრილი საბრძოლო ვერტმფრენების ხმით დაიწყო. ამას სროლაც მოჰყვა. პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტმა მებრძოლებმა უკრაინის ოფიციალური ხელისუფლების შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენის ჩამოგდება მოახერხეს. თავის მხრივ, უკრაინელმა ძალოვნებმა ბლოკპოსტები და ზოგიერთი ინფორმაციით, ადგილობრივი ტელეცენტრი დაიკავეს. ამის შემდეგ, გარკვეული დროით სროლაც მინელდა და ვერტმფრენებიც გაქრნენ. თუმცა, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შეწყვეტის შესახებ ოფიციალურ კიევს არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. „ნიუსრუ“-ს ინფორმაციით, შუადღისთვის, სლავიანსკისკენ ჯავშანმანქანები დაიძრნენ. პასუხად, შესასვლელთან, ქალაქის მცხოვრებთა ნაწილმა „ცოცხალი ფარი“ გააკეთა და მძიმე ტექნიკას გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები