1 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მევენახეებმა, რომლებსაც უამინდობის გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ - "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, იმ მევენახეებმა, რომლებსაც ბუნებრივი პირობების გამო მოსავალი გაუნადგურდათ, შარშანდელი მოსავლის მიხედვით, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი მიიღონ.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება დაზარალებული მევენახეებისთვის შეღავათი იქნება, რათა მათ ვალების გასტუმრება შეძლონ.

„შეიძლება ითქვას, რომ კახეთში წელს მინიმუმ 50% ოჯახებისა, ფაქტობრივად, რთველს ვერ ჩაატარებს. განადგურებულია მთლიანად მოსავალი, რაც განაპირობა უხვმა ნალექმა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ვერ იქნება არგუმენტი, ვთქვათ, რატომ არ ჰქონდა გლეხს დაზღვეული ვენახი. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირობები არ არის შეტანილი დაზღვევის სადაზღვევო საქმიანობაში. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ის თანხა, რომელიც გამოყოფილია ისევ სუბსიდირებისთვის - 50 მლნ ლარი, მოხმარდეს, რა თქმა უნდა, იმ დაზარალებულ მოსახლეობას. ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგ რამეს - მაგალითად, კონკრეტულ გლეხს თუ შარშან ჩაბარებული ჰქონდა 5 ტონა ყურძენი და წელს მთლიანად განადგურებულია მისი მოსავალი, სწორედ ამ 5 ტონის შესაბამისი 20 თეთრი, რომელიც გამოყოფილია სუბსიდირებისთვის, მოხდეს ამის კომპენსირება, რაც რეალურად ამ გასაცოდავებული ადამიანისთვის შეადგენს თუნდაც 1000 ლარს და სწორედ ეს თანხა დაეხმარება ამ გლეხებს იმისთვის, რომ გაისტუმრონ აღებული ვალი,“ - განაცხადა ბოტკოველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები