0 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. 

2015 წლის 13 ივნისს თბილისში წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.

წვიმა 13 ივნისის საღამოს 10 საათზე დაიწყო. 14 ივნისს, 0:30-ზე მდგომარეობა საშიში გახდა. 

დაზარალდა 200-მდე ოჯახი - 1000-მდე ადამიანი. 

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, დაიტბორა მზიურის ტერიტორია.

ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოტი აღმოჩნდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები