0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს“- გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ გაუარესებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე ავადმყოფია:

„წნევა იყო დაბალი, მაგრამ, როგორც ჩანს, ვარდნის დროს, კიდევ უფრო დაბალი იყო.

კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს.

ტყავი არის გადაკრული უკანა ტყავზე, მისი ყოველი მოძრაობის მეშინია, ძალიან მძიმე ავადმყოფია“, – თქვა ალასანიამ.

მან პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლის საკითხზეც ისაუბრა:

„ყური მოვკარი, თითქოს პროცესი დაიძრა, თითქოს რაღაც ინსტანციიდან რეკომენდაცია აქვთ, მაგრამ ამის შემდეგ ლიცენზია უნდა გაიცეს. ლიცენზია ისეთი ამბავია, შეიძლება ერთ საათში გაიცეს, შეიძლება თვეები დასჭირდეს.

 

რამდენიმე მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაც კი პატიმარს საერთოდ ათავისუფლებს, მაგრამ არ ვიცი, სტრასბურგში საბუთები გაგზავნილი გვაქვს“, – აცხადებს გიული ალასანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები