სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
პირველ რიგში, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას და შემდეგ, თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა თუ არ უნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია ბოდიშს არ მოიხდის, სულ მცირე იმის გამბედაობა მაინც უნდა ეყოს, რომ მოიკითხოს, რა გადაიტანა ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც მასზე პერსონალური შეტევა ხორციელდებოდა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, თავად ის ფაქტიც, რომ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტში მუშაობა არ სურს საპარლამენტო არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ მათ არანაირი არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ აქვთ.
„მე ვფიქრობ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს, სად იმყოფება. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ გავაგრძელეთ საგამოძიებო კომისიის ვადა, რომელიც მუშაობს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გახსოვთ თქვენ, ოპოზიციამ იქ ისაუბრა, რომ ეს კომისია რაღატომ არის საჭირო, ხომ არსებობს 19 აპრილის შეთანხმება და მოდით წინ გავიხედოთო, 6 თვე თუ მეტი,ოპოზიციამ ეს ქვეყანა აჯანჯღარა იმით, რომ იყო არჩევნები გაყალბებული და ახლა როცა აქვს შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, მტკიცებულებები წარმოადგინონ, ამაზე უარს ამბობენ, ეს აჩვენებს, რომ არანაირი არგუმენტი გაყალბებულ არჩევნებზე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა თუ არ უნდა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიას მიმართ, მათ შორის, ოპოზიციას, მათ შორის, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს, ვინც დააბრალა მას ისეთი რაღაცები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ვერაფრით ვერ დაამტკიცეს და ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, არჩევნების შემდეგ რა გადაიტანა ამ ადამიანმა, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ პიროვნულად და მინიმუმ ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები