სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოსახლეობას როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებას.
როგორც ზურაბშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და რუსეთის მხრიდან ესკალაციაზე.
„საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ესტუმრა სკოპიეს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2 წელიწადს ითვლის, თუმცა ამ მოკლე დროში ვნახეთ, რომ არსებობს ურთიერთობის გაღრმავების და განმტკიცების საჭიროება.
მსოფლიო დადგა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე პანდემიის გამო. უკვე წელზე მეტია, რაც მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. პანდემიამ გააჩერა საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენ ვიაზრებთ, რომ მხოლოდ სოლიდარობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი, რომ გადაიჭრას გლობალური კრიზისი. სოლიდარობა ასევე უნდა აისახებოდეს ვაქცინებზე წვდობის კუთხით.
საქართველოს და მაკედონიას უამრავი რამ აქვს საერთო. მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის არჩეული გზაა. იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე სამაგალითოა საქართველოსთვის.
ბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, გატაცებებზე, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზე. ასევე ვისაუბრეთ ესკალაციასა და დაძაბულობაზე. ასევე განვიხილეთ რეგიონსა და უკრაინაში არსებული სიტუაცია, ასევე რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მილიტარიზაციის პროცესი. აღნიშნულ ესკალაციაზე რეაგირების ერთადერთი გზა არსებობს. 14 ივნისს ნატო-ს სამიტის გზავნილები უნდა იყოს მკაფიო, ეს იქნება მნიშვნელოვანი უკრაინისთვისა და საქართველოსთვისაც. ესკალაციაზე ერთადერი პასუხი არაკონფრონტაციული ნაბიჯები უნდა იყოს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება.
ხელი მოვაწერეთ შეთანმხებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას, გავაძლიერებთ ურთიერთობას ტურიზმის და ეკონომიკის მიმართულებით. დღეს ასევე ოფიციალურად გაფორმდა მნიშნელოვანი მემორანდუმი კულტურის სფეროში, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა. ეს არის ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლო.
შეხვედრისას ბატონ პრეზიდენტს შევთავაზე, გავაერთიანოთ ჩვენი პატარა სახელმწიფოები, რათა მოვახდიოთ ჩვენი ხედვების კონსოლიდაცია გლობალური გამოწვევების წინაშე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა. პატარა სახელმწიფოებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მსოფლიომ მათი ხმის გაგება შეძლოს. ვისაუბრეთ საკითხებზე, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ყალბი ახალი ამბების პრობლემა. ვისურვებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთბები გაძლიერდეს ჩვენი პირველი ვიზიტის შემდეგ და იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდნენტო, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანას ესტუმრებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები