0 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

აშშ-ს ვიზის თაღლითური გზის დამზადების ბრალდებით შსს-მ 2 პირი დააკავა

პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც 17 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს”, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები