0 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ: სალომე ზურაბიშვილი თუ გიორგი ანწუხელიძე" - გიორგი კაპანაძე

 "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე , "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე  პოსტს აქვეყნებს:

"- იმიტომ რომ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაიბრუნონ რწმენა და მიიღონ ღირსეული ანაზღაურება. 

- იმიტომ რომ რეალური გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოზიტიური ცვლილებები.

- იმიტომ რომ პენსიონერებმა აიღონ გაზრდილი პენსია, უზრუნველყონ ღირსეული სიბერე.

- პედაგოგებმა გამოიმუშაონ მეტი შემოსავალი,

- სოციალურად დაუცველებმა დაამარცხონ სიღატაკე,

- ომის ვეტერანებს ჰქონდეთ მკურნალობის, რეაბილიტაციის შესაძლებლობა და ნორმალური ანაზღაურება. 

- უმუშევრებმა დაინახონ დასაქმების პერსპექტივა.

- პოლიციელებმა აღიდგინონ რწმენა და მაქსიმალური ყურადღება სახელმწიფოსა და ხალხის მხრიდან.

- ლარის გაუფასურების გამო დაზარალებულმა მოქალაქეებმა ისარგებლონ მთელი რიგი შეღავათებით.

- გლეხებსა და ფერმერებს გაუჩნდეთ მეტი მოგება.

- უარი ვუთხრათ რევანშსს, კრიმინალს, კორუფციას. 

- უარი ვუთხრათ რუსულ გუბერნიასა და კრემლის რუპორს.

- უარი ვუთხრათ გაზრდილ ბიუროკრატიას, პრემიებსა და დანამატებს. 

- აღვადგინოთ სახელმწიფო ინსტიტუტები.

- განვაახლოთ აღმშენებლობა. 

- მოვაწესრიგოთ ყველა ქალაქი და სოფელი.

- გავზარდოთ ტურიზმი.

- გამავყაროთ ეროვნული ვალუტა.

- გავაძლიეროთ ერთმანეთი და სახელმწიფო.

- დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები...

ნუ დავიზარებთ, 28 ნოემბერს გამოვნახოთ 20 წუთი, მივიდეთ არჩევნებზე, წავიყვანოთ ჩვენი ახლობლებიც და ავირჩიოთ: 

- ფარცხალაძე თუ კანონი.

- ბესელია თუ განათლება.

- ვოლსკი თუ ევროპა. 

- მირზა სუბელიანი თუ სინათლე. 

- სესიაშვილების სასახლეები თუ ქვეყნის განვითარება. 

- ივანიშვილი თუ საქართევლო.

- სალომე ზურაბიშვილი თუ გიორგი ანწუხელიძე." - ნათქვამია კაპანაძის "ფეისბუქ" პოსტში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები