0 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ბრძენს დავძახოდი ისეთი აზრები მოსდიოდა იმ ლამაზ თავში, კლასში ლიდერი იყო"- გორში მოკლული გოგონას მასწავლებელი

გორში მოკლული გოგონას მასწავლებელმა ცირა ხუბულურმა, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შუაში ანგელოზივით ზის! ვაი შენს დედას რით ვანუგეშოთ? ჩემი უნიჭიერესი გოგო! 

ბრძენს დავძახოდი ისეთი აზრები მოსდიოდა იმ ლამაზ თავში, კლასში ლიდერი იყო, ახლაც სკოლაში შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, ტვინების ბრძოლა და ნანიკო კაპიტანი იყო გუნდის! დიდი დანაკლისი განიცადა მე-5 სკოლამ! ყველამ ერთად გამოვიძიოთ და ვიპოვოთ ის არაკაციიიიი!!!!!

აი ჩემი ნანიკო, კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული, რა გახარებულია ამ სურათში, ვაიმე შვილო რამხელა ტკივილი დაგვიტოვე გულში! ასეთი ანგელოზი რომელმა მანიაკმა გაგიმეტა? სიტყვები არ მყოფნის,ეს ხომ ერის ტრაგედიააა, ვიღაც მანიაკი ჩვენს გვერდითააა,ნანიკო ხომ დიდ მომავალზე ოცნებობდაააა!!!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები