0 9 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი - ნამდვილად იმედი მაქვს, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში უკრაინა ნატო-ს მოკავშირე გახდება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინა ალიანსს მომავალი 10 წლის განმავლობაში შეუერთდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

სტოლტენბერგს შეკითხვა მომავალი ათი წლის განმავლობაში ალიანსის შესაძლო გაფართოების შესახებ დაუსვეს, რაზედაც მან უპასუხა: „ნამდვილად იმედი მაქვს, რომ უკრაინა გახდება მოკავშირე”.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას.

„რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, რაც უფრო მეტ ვალდებულებას ავიღებთ გრძელვადიან პერსპექტივაში, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ეს ომი”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები