1 9 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო მარათონი 2023“-ის ფარგლებში, კერძო სექტორი თავისი ექსპერტიზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო

·          „თეგეტა ჰოლდინგი“ ევროკავშირისა  და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გამართულ პრო ბონო მარათონში ჩაერთო.

 

·         საქართველოს პრო ბონო ქსელისა და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე მარათონი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

პრო ბონო მარათონი ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

„თეგეტა ჰოლდინგი“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ აქტიური წევრია. მარათონში ჰოლდინგის მარკეტინგის გუნდის წევრმა, მარიამ  ჩხოლარიამ, თავისი ცოდნა და გამოცდილება „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ თანამშრომლებს გაუზიარა. მისი აქტიური ჩართულობით ორგანიზაციის საიმიჯო გრაფიკული ვიდეორგოლი შეიქმნა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „პრო ბონო მარათონი საინტერესო შესაძლებლობა იყო, „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდის ექსპერტიზა და ინტელექტუალური რესურსი გაგვეზიარებინა გარემოსა და საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის. ჩვენს გუნდს უკვე აქვს პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ამჯერად კონსულტაცია გავუწიეთ Tegeta Care-ის პარტნიორ ორგანიზაციას, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“.

ერთი მხრივ, გარემოზე მზრუნველი ორგანიზაციების გაძლიერება, მეორე მხრივ კი „თეგეტა ქეარის“ პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრო ბონო მარათონმა კი ორივე მიმართულებით ჩართულობის საშუალება მოგვცა.  ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა“. 

მარათონს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი სამუშაო პროცესი, როდესაც პრო ბონო კონსულტანტები და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივად ათანხმებდნენ ვიდეოების სცენარს, პერსონაჟებს, ძირითად გზავნილებს, ვიზუალურ მხარესა და სხვა დეტალებს. 6 ივლისს კი, 10-საათიანი მარათონის ფარგლებში, მომზადდა ვიდეორგოლები, რომელთა პრეზენტაცია მარათონის ბოლოს გაიმართა.

ლელა ხოფერია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR პროგრამის ხელმძღვანელი: „პრო ბონო სერვისები კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა. ის გულისხმობს კომპანიის მიერ საზოგადოების საჭიროებებში ინვესტირებას, თუმცა არა ფულადი სახსრებისა, არამედ თანამშრომელთა დროისა და ინტელექტუალური რესურსისა. პრო ბონო სერვისები საშუალებას აძლევს სამოქალაქო ორგანიზაციებს, მიიღონ კვალიფიციური საექსპერტო დახმარება, რომელზეც მათ, სხვა შემთხვევაში, ხელი არ მიუწვდებოდათ და ამის შედეგად იყვნენ უფრო ეფექტურები, უკეთ მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და საზოგადოების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს დაეხმარონ. ამ გზით მიიღწევა მდგრადი და მასშტაბური შედეგი და იზრდება კომპანიის მიერ გაწეული დახმარების სოციალური ზეგავლენა“.

წლევანდელი მარათონის ფარგლებში, 8 კომპანიის 14-მა პრო ბონო კონსულტანტმა, ოთხი სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციისთვის, მათი საქმიანობის ამსახველი საპრეზენტაციო გრაფიკული ვიდეორგოლები მოამზადეს.

მარათონში მონაწილეობდნენ: გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“;  სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“; სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“; „თიბისი“ ბანკი; საერთაშორისო სარეკლამო კომპანია/სააგენტო „სააჩი&სააჩი“; „თეგეტა ჰოლდინგი“; ციფრული ხედვის აკადემია; ციფრული ინდუსტრიის აკადემია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, გურია; „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, თბილისი; „ორიონი“, იმერეთი; „კომლი“, შიდა ქართლი.

 

მარათონი გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

--

 

„საქართველოს პრო ბონო ქსელი“ საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ „საქართველოს პრო ბონო ქსელი“ ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით და ფონდ MitOst e.V.-ის, ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით.

 

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები