1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი - ქვებით დასდევენ პენსიონერებს, წარმოუდგენელია - ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ „რუსული ოცნება“ პანიკაშია

ქვებს ისვრიან. წარმოუდგენელია, ქვებით დასდევენ პენსიონერებს - ამას აკეთებენ სუს-ის „ნასედკები“, საჯარო მოხელეები, „კაგებეშნიკი“ ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის მოგზავნილები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მას, თანაპარტიელებთან ერთად პენსიონერებთან შეხვედრის დროს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი მეტყველებს, რომ „რუსული ოცნება“ პანიკაშია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ხალხთან. ორგანიზატორი არის გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსი; გომელაური - ეს რუსები არიან ორგანიზატორები, „კაგებეშნიკის“ ოჯახში აღზრდილი კობახიძე. მეტი არ იცის, მეტი ინსტრუქცია არ უსწავლებიათ კრემლიდან. რაც იცის, იმას აკეთებს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან, ხმაურია.

კერძოდ, ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები