0 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად უკვე საქართველოშია

ჩამოტვირთვა

სამშაბათს, 7 ნოემბერს შატო მუხრანის ტერიტორიაზე დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება კომპანია ტოიოტა თავისი ერთერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის ტოიოტა პრადოს განახლებული მოდელის წარდგენას გამართავს.

მაღალი გამავლობის ავტომობილი  „Toyota Land Cruiser Prado“, განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

„Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ლენდ კრუიზერს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერად აქცია.

„Toyota Land Cruiser Prado“ - ს რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს მისი ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილი, უფრო დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინი, გაუმჯობესებული დინამიური მაჩვენებლები და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობები, როგორც ნორმალურ, ასევე უგზოობის პირობებში.

„Toyota Land Cruiser Prado“ -ს იღბლიან მფლობელს ავტომობილში დახვდება  ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2  და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს.

წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი - „ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.

„Toyota Land Cruiser Prado“ უგზოობის პირობებში შეუდარებელია! ამის მიზეზი კი რამდენიმე კომპონენტია: გამძლეობა, დეფორმაციისადმი მედეგობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაცია.

ახალი „Land Cruiser Prado“-ს უგზოობის პირობებში გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი Torsen Limited Slip (LSD).

ამ ყველგანმავალის Multi-terrain Select System (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode-ის“ (ავტომატური რეჟიმი) დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში და 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი „Crawl Control“ - ე.წ. ცოცვის ფუნქციით. ხოლო „Multi-terrain Monitor“ ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა („Underfloor View“) და წინა ხედვის („Front View Rotation“) როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა („Panoramic View“) და ფართო უკანა ხედვის („Wide Rear View“) ეკრანებსაც.

ლენდ კრუიზერ პრადოს მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით არის გაზრდილი 4,840 მმ-მდე. მას განსაკუთრებული მანევრულობა ახასიათებს, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია.

ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და დამცავი ფარებით, „Toyota Land Cruiser Prado“ -ს წინა მხარე თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია - Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“).

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ -ს ინტერიერი გვთავაზობს ინსტრუმენტთა პანელის შეცვლილ სტილს მძღოლის ინსტრუმენტთა და ცენტრალური მართვის პულტის ჩათვლით. მისი ფუნქციონირება გაუმჯობესებული, ხოლო მოპირკეთება - უფრო დახვეწილი და ყველგანმავალი მანქანის პრემიუმ ხარისხისათვის შესაფერისია.

უგზოობის პირობებში მოძრაობისას წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დიუიმიანი ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.

განახლებულია საჭეც, რომელიც „Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელების საჭეების მსგავსია.

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და „Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს - „Silver Hairline“ მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქ ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.

თუმცა ბევრჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი (ახალი ავტომობილის შემთხვევაში კი უფრო ალბათ ერთხელ გამოცდილი) სჯობია. შესაბამისად ამ ლეგენდარული მანქანის თაყვანისმცემლებს ნამდვილად ვურჩევთ, მიმართონ ტოიოტას ოფიციციალურ დილერებს: ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრი თეგეტას და თავად გამოსცადონ ახალი „პრადოს“ ახალი შესაძლებლობები. ინფორმაცია დილერების შესახებ ხელმისაწვდომია ტოიოტას ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები