0 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

გახარია: ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვისთვის უნდა მოვემზადოთ

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება. 

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ინფიცირებულთა რაოდენობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის დონეს.

გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ანგარიშს, რომელმაც განათლების მიღების უწყვეტობისთვის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. პრემიერმა განათლების სამინისტროს ამ კუთხით განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება და ახლა მთავარი ამოცანაა, ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევები სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ცხელების კლინიკების ეფექტიანობა“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები