0 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

EQC - მერსედესის პირველი სვლა ელექტრომობილების ბაზარზე

Mercedes-Benz-ი ელექტრომობილების სეგმენტში პირველ ნაბიჯს დგამს -  EQC კი,  მის მიერ წარმოებული პირველი ელექტრომობილია. 

ახალი პროდუქტის პრეზენტაცია  სტოკჰოლმში გაიმართა.  EQC კონკურენციას გაუწევს Tesla-ს და ელექტრომობილების სეგმენტის სხვა ლიდერებსაც. 

 ახალი მერსედესი ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს გაივლის. 

 Mercedes-ის მფლობელი კომპანია "დაიმლერის" ხელმძღვანელის, დიტერ ზეტშეს განცხადებით,  EQC იქნება დამოუკიდებლად მდგომი  „მერსედესის“ გამაში ისევე, როგორც AMG და Maybach-ი. მისივე თქმით, კომპანია უახლოეს წლებში აპირებს ათეულობით სხვადასხვა ტიპის ელექტრომობილის წარმოებას და უკვე 2025 წლისთვის ფიქრობს, რომ კომპანიის გაყიდვების 20-25% სწორედ ელექტრომობილებზე მოვა. 

ახალი პროდუქტის შემუშავებაზე 10 მილიარდზე მეტი დაიხარჯა და ის ოფიციალურად გაყიდვაში 2019 წლიდან შემოვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები