0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

12 დღეში მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდება - როდის და როგორ დაგაკლდებათ ქულები

2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში.

უკონტაქტო პატრულირება

2017 წლის 1 ივლისიდან პოლიციას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეძლევა უფლება თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.

  • უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში;
  • მოპოვებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს.

უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ფულადი ჯარიმა იწერება.


საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას გამოიწვევს.

ქულათა სისტემა

  • 2017 წლის 1 ივლისს თქვენს მართვის მოწმობას ენიჭება 100 ქულა, რომელიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე;
  • 2018 წლიდან, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა, რომელიც მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ძალაში იქნება. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას;
  • კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობის 0-მდე შემცირება იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით;
  • მართვის უფლების ვადამდე აღდგენა შესაძლებელია, თუ პირი წარმატებით ჩააბარებს მართვის უფლების მისაღებ გამოცდას. მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კალენდარული წლის განმავლობაში პირი დაიშვება მხოლოდ ერთხელ
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ გააფრთხილებს იმ პირს, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 50 ქულამდე, შემდეგში კი - 20 ქულამდე შემცირდება, თუ იგი ფლობს ამ პირის შესახებ შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას;
  • დააკვირდით ჯარიმის ქვითარს, სადაც, ფულადი ჯარიმის ოდენობასთან ერთად, მითითებული იქნება სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ქულა და მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულების ოდენობა.

მძღოლს, სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის დარიცხვასთან ერთად, მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის შესაბამისად დააკლდება ქულა.

ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

სხვა სიახლეები

  • სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება უჩერდება, ხოლო მართვის უფლება ვადამდე აღუდგება გამოცდის ჩაბარების შემდეგ ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, პირს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების ან 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდის საშუალება ეძლევა სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ;
  • მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის 16 წლამდე პირის მიერ კალთაში ჩასმით გადაყვანის შემთხვევაში სავალდებულოა უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. ასევე დაუშვებელია ერთი მგზავრის მიერ კალთაში ერთზე მეტი ბავშვის ჩასმა;

  • შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა ჯარიმა - 200 ლარის ოდენობით.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილე მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ცვლილებები შედის:

#ჩემი ნაბიჯი 
#შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები