2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქალაქ მერეფაში სკოლა და კულტურის ცენტრი დაბომბეს

ჩამოტვირთვა

ხარკოვის ოლქში, ქალაქ მერეფაში რუსმა სამხედროებმა სკოლა და კულტურის ცენტრი დაბომბეს. დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლებიც.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე განმარტებით, არიან დაშავებულები სამხედროებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციით კულტურის ცენტრის შენობას თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ, თუმცა მათ დაბომბვამდე შენობის დატოვება მოასწრეს.

რაც შეეხება სკოლას, ავიაიერიშის შედეგად  ხანძარი გაჩნდა და ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები