2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შესაძლოა, რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი – თეთრი სახლი

თეთრი სახლი შიშობს, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, ან მისი გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაცია ჩაატაროს.

თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის შეფასებით, კრემლის დეზინფორმაცია ქიმიური ლაბორატორიების შესახებ რუსეთის აშკარა ხრიკია, რათა შეეცადოს თავისი შემდგომი წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის გამართლებას უკრაინაზე.

“ახლა როდესაც რუსეთმა გაავრცელა ცრუ ბრალდებები და ჩინეთი, როგორც ჩანს, ამ პროპაგანდას მხარს უჭერს, ყველამ თვალყური უნდა ვადევნოთ, რადგან რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში ან მათი გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაცია ჩაატაროს”,– დაწერა ფსაკიმ ტვიტერზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები