0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ახლა მაინც ხომ დარწმუნდით, რაც არ უნდა მექნა 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი" - სააკაშვილის მიმართვა სასამართლო დარბაზიდან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას სასამართლო პროცესზე გამოპეხმაურა.

პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომლის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, საქართველოს შემოერთება, რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საკითხი. ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რაც არ უნდა მექნა მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი. ზელენკიმ ბოლომდე ყველაფერი გააკეთა, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, არ უშველა. როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად, რამდენი „ბაბაია“ არ უნდა უძახო, არ შველის! ამიტომ ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით და ჩვენზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები