კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთ...
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქ...
|
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროებას ითხოვს და როგორც აცხადებს, საჭიროა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა საკანონმდებლო ცვლილებებზე დასკვნები.
“საზოგადოებას შევახსენებ, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კიდევ უფრო ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგება და საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოება.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ასევე საფუძვლად დაედო ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ევროპის ქვეყნების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში ერთი სახელმწიფო უწყების ხელში არ არის მოქცეული, ერთი მხრივ, საგამოძიებო ფუნქცია და მეორე მხრივ, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია.
ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიქმნა ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახური: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის სრული დაცვით!
ცნობილია, რომ სახალხო დამცველმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად მიმართა ეუთო/ოდირს.
ამ მიმართვამდე სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტთან არ ჰქონია კონსულტაცია და არ დაინტერესებულა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების ჩვენ ხელთ არსებული კანონმდებლობის ანალიზით. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია იმ შეკითხვების შინაარსი, რაც სახალხო დამცველის ოფისის მიერ იქნა წარდგენილი ეუთო/ოდირისთვის.
გამოდის, რომ ეუთო/ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი, არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში!
დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად!
აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე!
ამიტომ, აუცილებელია, გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა აღნიშნულ ცვლილებებზე დასკვნები!“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქ...
„მათ მმართველობას საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ უარი უთხრა - როთი არის შოლცის პარტიიდან და კოალიცია საერთოდ დაეშალათ. ეტყობა ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება. ეს როთები იქა...
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მა...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
"ორბანი დღეს მიემგზავრება საქართველოში... სავარაუდოდ, რომ აჩვენოს მისი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ... ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა თქვას, ის ევროკავშირს არ წარმოადგენ...
„თქვენ ხედავთ, უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიებს არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც უბნებში დადიან, კამპანიას არ ატარებენ, შეკრებებს ვერ ატარებენ, სკამებით ატარებენ შეკრებებს. როცა ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები