2 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვისურვებდი, რომ ოპოზიციასთან ერთად კიევში ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც – მელია

”ᲕᲘᲡᲣᲠᲕᲔᲑᲓᲘ, ᲠᲝᲛ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲓᲦᲔᲡ ᲙᲘᲔᲕᲨᲘ ᲧᲝᲤᲘᲚᲘᲧᲕᲜᲔᲜ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲘᲪ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ, ᲡᲐᲛᲬᲣᲮᲐᲠᲝᲓ, ᲔᲡ ᲐᲡᲔ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ. ᲛᲔ ᲕᲤᲘᲥᲠᲝᲑ, ᲠᲝᲛ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲘᲡ ᲐᲥᲢᲘᲣᲠᲝᲑᲐᲛ ᲐᲛ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ ᲔᲠᲗᲒᲕᲐᲠᲘ ᲠᲔᲐᲑᲘᲚᲘᲢᲐᲪᲘᲐ ᲛᲝᲐᲮᲓᲘᲜᲐ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲨᲘ. ᲬᲐᲠᲛᲝᲣᲓᲒᲔᲜᲔᲚᲘᲐ, ᲑᲔᲕᲠᲡ ᲐᲚᲑᲐᲗ ᲐᲠᲪ ᲡᲯᲔᲠᲝᲓᲐ, ᲠᲝᲛ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ, ᲠᲣᲡᲔᲗᲘ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲐᲮᲚᲝᲡ ᲧᲝᲤᲘᲚᲘᲧᲝ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐᲖᲔ ᲗᲐᲕᲓᲐᲡᲮᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲣᲚ ᲛᲖᲐᲓᲧᲝᲤᲜᲐᲨᲘ ᲛᲝᲔᲧᲕᲐᲜᲐ ᲐᲡᲘᲐᲗᲐᲡᲝᲑᲘᲗ ᲠᲣᲡᲘ ᲯᲐᲠᲘᲡᲙᲐᲪᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ ᲐᲛ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲮᲛᲐ ᲐᲠ ᲐᲛᲝᲔᲦᲝ. ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲠᲘᲡᲐ, ᲑᲔᲕᲠ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲡ ᲔᲡ ᲐᲚᲑᲐᲗ ᲫᲜᲔᲚᲐᲓ ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲓᲒᲘᲜᲐ. ”

განაცხადა,  ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. ცნობისთვის, ”დროას”, ”ნაციონალური” მოძრაობისა” და ”ლელოს” წარმომადგენლები კიევში გაემგზავრნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები