1 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური გეგმა დაასრულა და მალე პირადად წარადგენს - გიორგი ბოტკოველი

სააკაშვილს ბევრი გზავნილი აქვს მისი თანამებრძოლების მიმართ და ამ ყველაფერზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრებთ - სააკაშვილი არის პარტიის დამაარსებელი და მისი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იქნება გასათვალისწინებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ბოტკოველის თქმით, სააკაშვილმა ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა.

"მიუხედავად ყველაფრისა მიხეილ სააკაშვილი არცერთ დღეს არ ტოვებს, რომ არ ფიქრობდეს და მუშაობდეს ქვეყნის განვითარებაზე. მან უკვე დაასრულა ეკონომიკური გეგმა და ძალიან მალე წარადგენს თვითონ პირადად. ასევე მას აქვს ბევრი გზავნილი მისი თანამებრძოლების მიმართ და ამ ყველაფერზე პოლიტსაბჭოზე ვისაუბრებთ.

არაფერი ცვლილებები არ ხდება. ის არის პარტიის დამაარსებელი და მისი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ არ აძლევენ ექიმებს შესვლის უფლებას, რომ შეისწავლონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის იგივე გაგრძელება, რომელიც მის მიმართ ხელისუფლებამ დაიწყო - არაადამიანური მოპყრობა. რეანიმობილის მობილიზება აქ არ შემინიშნავს, მაგრამ ჭავლის მანქანა შესასვლელშივე დგას. ალბათ, ფრთხილობენ, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოხატონ იმის მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება",- განაცხადა ბოტკოველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები