1 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი.”- მიხეილ სააკაშვილი

"მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე!

 

სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მიმავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო.

 

31 დეკემბერი განსხვავებული დღეა. დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ერთნაირად გვიყვარს დიდსა თუ პატარას. ის მხოლოდ საუკეთესო მოგონებებსა და კეთილ სურვილებს აცოცხლებს. ამიტომაც, მინდა მოგილოცოთ განურჩევლად ყველას, რადგან ეს დღე ყველასია - იწყება ახალი წელი და ჩნდება ახალი შანსი შეცვალო, გააუმჯობესო, გააკეთილშობილო! მიდის ძველი წელი და გეძლევა შანსი, რომ განვლილ წელში დატოვო ყველაფერი ის, რაც აქამდე არ ან ცუდად გამოგდიოდა! წარსულში დატოვო მტრობა, შუღლი, დაპირისპირება - ის, რაც განგრევს შიგნიდან და ანგრევს გარეთ შენს ქვეყანას.

 

ყველას გისურვებთ, ახალი 2022 წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს პირადად თქვენთვის და თქვენი სამშობლოსთვის!

 

ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით :)

 

და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ!

 

გილოცავთ! მრავალს დაესწარით!

 

მიხეილ სააკაშვილი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები