2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელენე ხოშტარიას ფაქტორი იყო ერთ-ერთი დომინანტური , სააკაშვილმა და მისი გუნდის ლიდერებმა გაწირეს, ჩვენ არ გავწირეთ - მამუკა მდინარაძე

ელენე ხოშტარია ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ- ერთი დომინანტური, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება და ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ- ერთი დომინანტური ფაქტორი. ალბათ, გახსოვთ, როცა ჩვენ ის მოვინახულეთ, ამის შემდეგ ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოვიდა ისე, რომ ელენე ხოშტარია და სხვა მოშიმშილეებიც ამ სიტუაციურ მოცემულობაში, სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ და სახელმწიფომ არ გაწირა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს 50 დღეა შიმშილობს სააკაშვილი და ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დრო, ხოშტარიას მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის. შეიძლება სუბიექტური ვიყო და ვცდებოდე კიდეც, მაგრამ არ მგონია, ამას ალბათ თქვენც ხვდებით.

თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის ლიდერები არ გაუფრთხილდნენ ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს და ჩვენ ამას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ, მათ გაწირეს, ჩვენ არ და ვერ გავწირეთ. მე ამაზე ვსაუბრობდი გამოვედი თუ არა ხოშტარიასთან შეხვედრიდან. შესაბამისად, ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს ჰუმანურობა, დემოკრატიული პრინციპები, უსაფრთხოება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ექიმებთანაც ბევრი კონსულტაცია გავიარე, ოჯახშიც ბევრი მყავს მათ შორის და შეიძლება არ მქონდეს შესაბამისი ცოდნა, მაგრამ ელემენტარულ დონეზე რასაც ვისმენდი, თავისუფლად შეიძლებოდა ციხეშივე პატიმარ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტა და თავისუფლად შეიძლებოდა მართვა, მაგრამ რადგან მას უჭირდა სტრასბურგის მოწოდების შესრულება და კიდევ უფრო რთულ და მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ოპოზიციის ლიდერებს და განსაკუთრებით ელენე ხოშტარიასაც, ჩვენ დავეხმარეთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები