საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს – რასა იუ...
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
|
რა ნივთიერებაა მეფედრონი, რომელსაც რამდენიმე სახელით (4-methyl methcathinone (4-MMC), 4-methylephedrone, Meph, meow, miaow-miaow, m-cat, plant food, drone, bubbles, kitty cat) იცნობენ და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ამ ნარკოტიკით გამოწვეული ლეტალური შედეგი – ამ კითხვებით ნეტგაზეთმა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონალური განყოფილების უფროსს, ნინო გონგლიაშვილს მიმართა:
რა ნივთიერებაა მეფედრონი, როდის გამოჩნდა და რა ფორმებით არსებობს?
ეს ძალიან გავრცელებული ფსიქოსტიმულატორია, რომელიც ამფეტამინების ჯგუფს განეკუთვნება. ამ ტიპის ნარკოტიკებს დიზაინერულს ეძახიან, რადგან ისინი უკვე არსებული ნარკოტიკული საშუალებების სინთეზითაა მიღებული.
ამ ტიპის ნარკოტიკებს თავისი მახასიათებლები აქვს და იდენტურ ნარკოგენურ ეფექტებს ავლენენ… საკმაოდ მძიმე ნარკოტიკების რიცხვს მიეკუთვნება. სხვადასხვა სახელი აქვს, მოხმარების გზებიც განსხვავებულია – მოიხმარენ როგორც შეყნოსვით, ასევე, ინტრავენურად. მას ძლიერი ფსიქოზური აშლილობა და ჰალუცინაციები ახასიათებს.
პირველად ეს სინთეზური ნარკოტიკი 1929 წელს გაჩნდა საფრანგეთში. მაშინ სხვა სახელი ჰქონდა. 2008 წელს კი უკვე ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ გამოუშვა პრეპარატის სახით და გავრცელება ძალიან სწრაფად ჰპოვა, რადგან ხელმისაწვდომი იყო და დაბალი ფასი ჰქონდა.
2010 წლის მონაცემებით, 1 გრამი დაახლოებით 10 ევრო ღირდა. 2011 წლიდან კი მისი ფასი გაიზარდა და 18-დან 25 ევრომდე ღირდა. მთავარი, რატომაც მოსწონთ, ძლიერი ეიფორიაა.
ამ ნივთიერებას შეიცავს აბაზანის მარილები, სასუქები, ლაქის ამომყვანი ქიმიური საშუალებები, მწერების საწინააღმდეგო ფხვნილებშიც არის, ფრინველების საკვების დანამატებშიც. კუსტარულად გამოჰყავთ ამ საყოფაცხოვრებო საშუალებებიდან სხვა ნივთიერებების დამატებით. არსებობს მცენარეც, საიდანაც მოიპოვება.
2008 წელს, როდესაც პრეპარატი გამოვიდა, მას ნეგატიური შედეგები მოჰყვა, ისეთ ძლიერ დამოკიდებულებას იწვევდა და ფსიქიკური აშლილობაც იმდენად ძლიერი იყო, რომ აკრძალული ნივთიერებების რიცხვს მიაკუთვნეს. 2009 წლიდან ჯერ შვედეთსა და დანიაში, შემდეგ მოჰყვა გერმანია, რუსეთი, ინგლისი და ა.შ. ბევრგან აკრძალეს ეს პრეპარატი. კვლევებიც ჩატარდა. 2000 წელს იმდენად გავრცელდა, რომ მეოთხე ადგილზე იყო კანაბოიდების, კოკაინის და ექსტაზის შემდეგ.
როგორ უნდა ამოიცნოს მომხმარებელმა ეს ნარკოტიკული საშუალება?
ძალიან რთულია მისი ამოცნობა. როგორც ჩვენი პაციენტები ამბობენ, ხშირად იწერენ ხან ფხვნილის სახით, ხან ტაბლეტის ფორმით, ზოგჯერ კრისტალის ვიზუალი აქვს. ზოგი პაციენტი ამბობს, რომ ეს კრისტალური ამფეტამინია, ზოგი ამბობს, აბაზანის მარილიაო, ზოგის თქმით, ფხვნილია, რომელიც შეიძლება ინტრავენურად მოიხმარონ და შესაძლებელია შესუნთქვაც. დაზუსტებით არავინ არ იცის, რა არის. თუმცა სიმპტომატიკა იდენტურია.
საქართველოში როდის გამოჩნდა და რამდენად ფართოდაა გავრცელებული?
2009 წელსვე შემოვიდა საქართველოში და ნელ-ნელა გავრცელდა. ერთი პერიოდი კუსტარულად ამზადებდნენ, ბოლოს, მე როგორც ვიცი, მზა სახით ყიდულობენ და კუსტარულად ნაკლებად მზადდება.
ჩვენთან, კლინიკაში რამდენიმე თვის წინ უფრო აქტუალური იყო. ბევრი მოდიოდა მეფედრონით, ტალღა იყო. ბოლო თვეები, რომ გითხრათ, ძალიან აქტიურად იყო-მეთქი – არა.
ახლა ოპიატები უფრო აქტუალურია. მეტადონი, ჰეროინი და ა.შ. უფრო კლუბური ნარკოტიკის სახით გავრცელდა ეს საშუალება.
ადრე უფრო ხვდებოდნენ, რომ ფსიქოზი ემართებოდათ, მოდიოდნენ და წვებოდნენ კლინიკაში. ახლა ნაკლებად. ეს ბოლო პერიოდი ამის ტალღა რომ წამოსულიყო, ნამდვილად არ გამიგია.
შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ იმდენად ძლიერი ნარკოტიკული საშუალებაა შემოსული და იმდენად სწრაფი ზედოზირება აქვთ, რომ ჩვენამდე ვერც აღწევენ.
რა სიმპტომები ახასიათებს მეფედრონს?
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სერიოზულ ზემოქმედება აქვს. როგორც პაციენტები ამბობენ, მისი მოხმარების დროს აბსოლუტურად გახსნილები არიან, ბედნიერები, ენერგიის მოზღვავება აქვთ. ამას მოჰყვება არტერიული წნევის მატება, ვეღარ ჭამენ და ბოლოს უკვე ჰალუცინაციები ეწყებათ.
ყველა აღნიშნავს, რომ ჰგონი,ა თითქოს ვიღაც მისდევს, განსაკუთრებით- პოლიცია. ეს ჰალუცინაციები ძალიან მყარია. მძიმე ნარკოტიკის დროს ასევე სწრაფად ითრგუნება სუნთქვის ცენტრი.
ზედოზირების შემთხვევაში როგორი სიმპტომები აქვს და რაში მდგომარეობს პირველადი დახმარება?
მე როგორც მეუბნებიან, ჩვეულებრივი ზედოზირება აქვს. კრიჭის შეკვრა, კრუნჩხვები ახასიათებს, მერე უკვე კომაში ვარდება პაციენტი. ჩვეულებრივად, რეანიმაციული დახმარება სჭირდება პაციენტს და ის ინტენსიური თერაპია, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციისას.
თუმცა, ოპიატებისგან განსხვავებით, ანტიდოტი აქ არ არსებობს. იქ არის მალტრექსონი, აქ ჩვეულებრივად მიდის ინტენსიური თერაპია. თუმცა პროცესი ძალიან სწრაფია. პაციენტი ძილისკენ მიდის და კომატოზურ მდგომაროებაში გადადის.
პირველადი დახმარებისას ხელოვნურ სუნთქვას თუ ჩაუტარებენ – დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
როგორც პაციენტები ჰყვებიან, შეიძლება ამ ნარკოტიკის მცირე დოზით მოხმარების შემთხვევაშიც დაკარგო გონება. ასევე, მას თან ახლავს ფსიქოზი და უნებლიე მოძრაობები. არ ჭამენ საკვებს, საუბრობენ გაუჩერებლად, დადიან ბევრს. იმდენად დიდი სტიმულაცია აქვთ, ადგილს ვერ პოულობენ, ამას მოსდევს ჰალუცინაციები.
სისუსტეს იწვევს, გამოფიტულობას და მერე ძილიანობა მოჰყვება. ძალიან სერიოზული პრობლემაა, როცა სხვა ნივთიერებასთან ერთად იღებ. ალკოჰოლთან, ექსტაზთან ან სხვა სტიმულატორთან – ეს უფრო მძიმე შედეგებს გვაძლევს. განსაკუთრებით სახიფათოა ალკოჰოლთან.
როგორც გითხარით, ზოგადად, ძალიან ძლიერ ნარკოტიკებს მიეკუთვნება და მალევე იწვევს დამოკიდებულებას.
netgazeti.ge
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
სექტემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები